2010-06-04
ბრძანება №:122/02-01

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორისა და მდივნის თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 24 მარტის №65/02-01 ბრძანებაში და "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორისა და მდივნის შესარჩევი კომისიის (მმართველთა საბჭო) მუშაობის წესის დამტკიცებისა და კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრის შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 1 ივნისის №111/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორისა და მდივნის თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების  შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 24 მარტის №65/02-01 ბრძანების მე-9 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ევროპული კვლევების ინსიტუტის დირექტორის არჩევა დაევალოს მმართველთა საბჭოს.
ბ) ევროპული კვლევების ინსიტუტის მდივნის შესარჩევად შეიქმნას კომისია;

2. შევიდეს ცვლილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორისა და მდივნის შესარჩევი კომისიის (მმართველთა საბჭო) მუშაობის წესის დამტკიცებისა და კონკურსის ჩატარების ვადების განასზღვრის შესახებ"  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 1 ივნისის №111/02-01 ბრძანების  მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის შერჩევა განხორციელდეს 2010 წლის 4 ივნისს;
ბ) ევროპული კვლევების ინსტიტუტის მდივნის კონკურსის ჩატარების ვადები  განისაზღვროს დამატებით;

3. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
საფუძველი: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 24 მარტის №65/02-01 ბრძანება, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 1 ივნისის №111/02-01 ბრძანება.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის                       
მოვალეობის შემსრულებელი                                  რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება