2010-06-25
ბრძანება №:55/01-01

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 34-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 91-ე დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №24 სხდომის გადაწყვეტილების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 31 მაისის  № 107/02-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;

2.  სრული და ასოცირებული პროფესორად 3 სამი წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება. ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.

3.  ასისტენტ    პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან     დოქტორანტურის სტუდენტი;

4. კონკურსი ცხადდება სრული პროფესორის 1 საშტატო, ასოცირებული პროფესორის 13 საშტატო და ასისტენტ პროფესორის 13 საშტატო ერთეულზე, მათ შორის:
     
        ეკონომიკის მიმართულება

- ეკონომიკის პრინციპების ქვემიმართულება - 1 ასისტენტ პროფესორი;
- მიკროეკონომიკის ქვემიმართულება - 1 ასოცირებული პროფესორი;  1 ასისტენტ პროფესორი;
- მაკროეკონომიკის ქვემიმართულება – 3 ასოცირებული პროფესორი, მათ შორის 1 ასოცირებული პროფესორი შრომის ეკონომიკის პროფილით;  2 ასისტენტ პროფესორი, მათ შორის 1 ასისტენტ პროფესორი შრომის ეკონომიკის პროფილით;
- ეკონომიკური პოლიტიკის ქვემიმართულება – 2 ასოცირებული პროფესორი ეკონომიკური პოლიტიკის პროფილით; 2 ასისტენტ პროფესორი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების პროფილით;
- ეკონომეტრიკის ქვემიმართულება – 1 ასისტენტ პროფესორი;
       
         ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება
        
- მენეჯმენტის ქვემიმართულება – 1 სრული პროფესორი; 4 ასოცირებული პროფესორი, მათ შორის 1 ასოცირებული პროფესორი სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვის პროფილით; 2 ასისტენტ პროფესორი;
- ფინანსები და საბანკო საქმის ქვემიმართულება – 2 ასისტენტ პროფესორი;
- საერთაშორისო ბიზნესის ქვემიმართულება – 1 ასისტენტ პროფესორი;
- მარკეტინგის ქვემიმართულება – 1 ასისტენტ პროფესორი;
- საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის მიმართულება – 3 ასოცირებული პროფესორი, მათ შორის 1 ასოცირებული პროფესორი ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფილით;
        
5. კონკურსი გამოცხადდეს 2010 წლის 25 ივნისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2010 წლის  26  ივლისიდან  2010 წლის 9 აგვისტოს  ჩათვლით. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;

6. სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო შეადგენს თვეში 900 (ცხრაასი) ლარს, ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო შეადგენს თვეში 720 (შვიდასოცი) ლარს, ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო შეადგენს თვეში 540 (ხუთასორმოცი) ლარს.

7. სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ)    შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;

8. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
 ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
 გ) ავტობიოგრაფია (CV);
 დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
 ე) სამოტივაციო წერილი.

9. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს მე - X კორპუსში, 2010 წლის 26 ივლისიდან 2010 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით. ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, 404-ე ოთახი.

10. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე

11.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  დეკანის მოვალეობის
            შემსრულებლის წარდგინება №14203/02 09.06.2010წ.










    
რექტორი, პროფესორი                                            გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება