2016-07-28
ბრძანება №:129/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ 

     „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 ქვეპუნქტის,   „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით  კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის  დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს    2016 წლის 25 ივლისის N75/2016 დადგენილების მე-2 პუნქტის  საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს  კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) შორენა ხიდეშელი - კომისიის თავმჯდომარე, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ბ)  ვასილ ბარამიძე - კომისიის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) ნაზი კორძაძე - კომისიის წევრი, პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
დ) თამთა მამულაიშვილი - კომისიის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
2. დაევალოს კომისიას მიიღოს თსუ-ს კანცელარიის წესით შემოსული პრეტენდენტების განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია,  უზრუნველყოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს                 2016 წლის 25 ივლისის N75/2016 დადგენილების პირველი  პუნქტით დამტკიცებულ მოთხოვნებთან მიმართებაში და რეგისტრაციის ვადის ამოწურვისთანავე შესაბამისი შემოწმებული დოკუმენტაცია წარუდგინოს აკადემიურ საბჭოს.
3.  ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
5.   ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                             დარეჯან თვალთვაძე

« უკან დაბრუნება