2012-07-30
ბრძანება №:97/01-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამის ,,საერთაშორისო საწარმოთა მართვა" სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამის ,,საერთაშორისო საწარმოთა მართვა" სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
-
განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები სამაგისტრო პროგრამაზე "საერთაშორისო საწარმოთა მართვა" შემდეგი სახით:
ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 13 - 15 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 15 – 17 სექტემბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 17 სექტემბერი - 29 დეკემბერი;
ა.დ) არდადეგები - 31 დეკემბერი - 7 იანვარი; 16 თებერვალი - 2 მარტი;
ა.ე) საგამოცდო პერიოდი - 8 იანვარი - 2 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 8 – 15 თებერვალი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 - 25 თებერვალი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი – 4 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი – 15 ივნისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 17 ივნისი - 11 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 17 – 24 ივლისი (დამატებითი გამოცდები).
ბ.ე) არდადეგები - 25 ივლისი - 15 სექტემბერი.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
-
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი