2011-07-25
ბრძანება №:75/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011–2012 სასწავლო წლის სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011–2012 სასწავლო წლის სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 16-ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. მიეცეთ უფლება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს 2011-2012 სასწავლო წლის სწავლის საფასური გადაიხადონ ეტაპობრივად, სამ თანაბარ ნაწილად, შემდეგ ვადებში:

    ა) შემოდგომის სემესტრი:

    ა.ა)  პირველი ნაწილი - ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში;

    ა.ბ) მეორე ნაწილი - 14 – 26 ნოემბერი;

    ა.გ) მესამე ნაწილი - 2012 წლის 9 - 21 იანვარი;


    ბ) გაზაფხულის სემესტრი:

    ბ.ა) პირველი ნაწილი - ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში;

    ბ.ბ) მეორე ნაწილი - 9 - 21 აპრილი;

    ბ.გ) მესამე ნაწილი - 11 - 23 ივნისი;


  2. თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტებს მომდევნო  სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება მიეცემათ დავალიანების დაფარვის შემდეგ.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  5. ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






რექტორი                            ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება