2012-09-17
ბრძანება №:122/01-01
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის წესის დამტკიცებისა და ამ ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის წესის დამტკიცებისა და ამ ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ს“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ
1. დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული „სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის წესი“ (დანართი #1, დანართი #2).
2. დაევალოთ ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებს, „სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის წესის“ მიხედვით შეადგინონ სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი და წარადგინონ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში.
3. სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ლიტერატურის უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდებში არ არსებობის შემთხვევაში, სილაბუსის ავტორებმა უზრუნველყონ, საჭიროებისამებრ, ამ ლიტერატურის დროებით სარგებლობაში გადაცემა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის, რათა უნივერსიტეტის მიერ მოხდეს მათი ასლების დამზადება და, საბიბლიოთეკო დოკუმენტის ფორმის მიცემის შემდგომ, მათი ჩართვა საბიბლიოთეკო ფონდში, სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით.
4. საბაკალავრო პროგრამების სასწავლო კურსის სილაბუსში ძირითად ლიტერატურად მისათითებელი სახელმძღვანელოს იმ ენაზე არ არსებობის შემთხვევაში, რომელ ენაზეც უნდა განხორციელდეს სასწავლო კურსის სწავლება, სილაბუსის შემდგენი პასაუხისმგებელი პირი ვალდებულია, მოამზადოს ლექციების კურსი და ნაბეჭდი და ელექტრონული სახით წარადგინოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
5. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ვალდებულია, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად წარადგინოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან ცნობა იმის შესახებ, რომ სილაბუსებში მითითებული ძირითადი ლიტერატურა ინახება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
6. დაევალოთ საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს, 2012 წლის პირველ დეკემბრამდე შესაბამისობაში მოიყვანონ დამტკიცებული სილაბუსები წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებულ ნორმებთან.
7. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
8. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან გაუქმდეს ,,სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის წესის დამტკიცებისა და ამ ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N62/01-01 და „სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის წესის დამტკიცებისა და ამ ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის №62/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ 2012 წლის 13 მარტის 40/01-01 ბრძანებები.
9. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
10. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის.
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი