2016-10-05
ბრძანება №:175/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-15 პუნქტების, "სსიპ -     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "მასწავლებლის მომზადების" საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით სპეციალური ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის #101/2016 დადგენილების და “პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადად 5 – 7 ოქტომბერი (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა განსაზღვრულია თსუ რექტორის №157/01-01, 14.09.2016 ბრძანებით).
2. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე     2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები შემდეგი სახით:  

1.1. გამოცდა – 10 ოქტომბერი (11 საათი);
1.2. გამოცდის შედეგების გამოცხადება – 11 ოქტომბერი (10 საათი);
1.3. გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 11 ოქტომბერი (10-18 საათი);
1.4. საბოლოო შედეგების გამოცხადება – 12 ოქტომბერი (12 საათი);
1.5. ხელშეკრულების გაფორმება – 12 ოქტომბერი (12-18 საათი);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე



« უკან დაბრუნება