2014-10-06
ბრძანება №:1697/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან სტუდენტების გადაყვანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჩამოყალიბების უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" რექტორის 2014 წლის 29 სექტემბრის №168/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის, "სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 2 ოქტომბრის №34502/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის  6 ოქტომბრის №34848/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    გადაყვანილ იქნენ 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულების სტუდენტები ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული სამართლებრივი მდგომარეობისა და სტატუსის შენარჩუნებით, წინამდებარე ბრძანების დანართების შესაბამისად:
ა) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება (დანართი №1);
ბ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება (დანართი №2);
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი, პროფესორი                               აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება