2013-10-21
ბრძანება №:127/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეთერთმეტე სასწავლო კორპუსში 421-ე აუდიტორიისათვის ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ვიქტორ კუპრაძის სახელის მინიჭების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
 
1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეთერთმეტე სასწავლო კორპუსში 421-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ვიქტორ კუპრაძის სახელი.
2.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი                                   ვლადიმერ პაპავა                          

« უკან დაბრუნება