2018-02-28
ბრძანება №:38/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №35/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №35/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 23 თებერვლის №35/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ დანართი №1

საფეხური

საგანმანათლებლო ერთეული

საგანმანათლებლო პროგრამა

ადგილების რაოდენობა

1.

ერთსაფეხურიანი სამედიცინო

მედიცინა

მედიცინა

71

2.

ერთსაფეხურიანი სამედიცინო

მედიცინა

სტომატოლოგია

49

3.

ბაკალავრიატი

ეკონომიკისა და ბიზნესის

ბიზნესის ადმინისტრირება

217

4.

ბაკალავრიატი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა

ინგლისური ფილოლოგია

33

5.

მაგისტრატურა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა

ანგლისტიკა

5

6.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა

ქართულ ენაში მომზადება

1



"
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                    გიორგი შარვაშიძე


« უკან დაბრუნება