2019-07-05
ბრძანება №:169/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2015 წლის 02 სექტემბრის N151/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის
- დიპლომის ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2015 წლის  02 სექტემბრის N151/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ



,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის     22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ და „ჟ“ პუნქტების, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-9, მე-11 და მე-112 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51- ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11    სექტემბრის    №135/ნ    ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის იურიდიული   პირის   –   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და    სპორტის     მინისტრის     2011    წლის    22    ივლისის    „უმაღლესი    განათლების დამადასტურებელი   სახელმწიფო   დოკუმენტის   –   დიპლომის   ფორმის   დამტკიცების შესახებ“ N126/ნ და  2019 წლის 29 მაისის „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო  დოკუმენტის  –  დიპლომის  და  მისი  დანართის  ფორმების  დამტკიცების შესახებ“   N99/ნ      ბრძანებების,   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამხმარე  საგანმანათლებლო  ერთეულის-პროფესიული განათლების ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 07 ივნისის N64 დადენილებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის  მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების  (დიპლომების,  სერტიფიკატების,  მოწმობების)  დამზადების,  გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ თსუ რექტორის 2018 წლის 12 იანვრის N04/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შეტანილ  იქნეს  ცვლილება  „სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის       უმაღლესი       და       პროფესიული       განათლების დამადასტურებელი   სახელმწიფო   დოკუმენტის   -   დიპლომის   ფორმების   ნიმუშების

დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის  02 სექტემბრის N151/01-01 ბრძანებაში:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) დიპლომის ფორმა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის იმ კურსდამთავრებულთათვის რომლებსაც აკადემიური ხარისხი მიენიჭათ წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლამდე);“

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დიპლომის ფორმა, წარჩინების (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის იმ კურსდამთავრებულთათვის რომლებსაც აკადემიური ხარისხი მიენიჭათ წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლამდე);“.


2.  შეტანილ იქნეს დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 02 სექტემბრის N151/01-01 ბრძანებაში და ბრძანებას პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:

„ო) დოქტორის დიპლომის ფორმა (ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოებისა და დარგობრივი კომისიების მიერ აკადემიურ ხარისხმინიჭებულთათვის);
პ) დიპლომის ფორმა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის).“.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.  ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.




რექტორი       გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება