2011-11-15
ბრძანება №:2237/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმებისა და სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმებისა და სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის” მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, ვაჟა ჩალაურის 2011 წლის 11 ნოემბრის №30835/02 განცხადებისა და ფაკულტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. გაუუქმდეთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია და შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგ მაგისტრანტებს (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – 100%) :

    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);

    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);

    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 4).


  2. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (2 კვირის ვადაში).
  3. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.
  4. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.






რექტორი                                          ალექსანდრე კვიტაშვილი  
« უკან დაბრუნება