2012-09-14
ბრძანება №:121/01-01
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ" "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 14 სექტემბრის #23015/02,სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 31 აგვისტოს #20644/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 22 აგვისტოს #20003/02, 2012 წლის 22 აგვისტოს #20004/02, 2012 წლის 31 აგვისტოს #20650/02 და2012 წლის 6 სექტრმბრის #21431/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 29 აგვისტოს #20303/02 და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2012 წლის 11 სექტემბრის 22564/02 წარდგინებების საფუძველზე
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდის, და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა ფაკულტეტების შესაბამისად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 3);
ე) ჰუმანიტარულ მეცნიერებთა ფაკულტეტი (დანართი 4);
ვ) ევროპული კვლევების ინსტიტუტი (დანართი 5);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი ლევან ალექსიძე « უკან დაბრუნება