2011-02-17
ბრძანება №:25/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დამატებით შიდა მობილობის ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დამატებით შიდა მობილობის ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-21 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 16 თებერვლის №3156/02 წარდგინებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 17 თებერვლის № 3225/02 წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს ვაკანტური ადგილები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე საბაკალავრო პროგრამების შესაბამისად:ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ა.ა. ისტორია – 7 ადგილი
ა.ბ. ხელოვნებათმცოდნეობა – 5 ადგილი
ა.გ. ქართული ფილოლოგია – 5 ადგილი
ბ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ბ.ა. ფსიქოლოგია – 10 ადგილი
ბ.ბ. სოციოლოგია – 9 ადგილი
2. განისაზღვროს 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის ვადები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის:
საბუთების მიღება ფაკულტეტებზე _ 18 თებერვალი;
სტუდენტთა კრედიტების აღიარება და გაცნობა _ 21 თებერვალი;
საბოლოო შედეგების გამოცხადება _ 22 თებერვალი;
გადაყვანის ბრძანების პროექტის მომზადება _ 23 თებერვალი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი ლევან ალექსიძე