2010-11-29
ბრძანება №:2004/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სამჯერ ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სამჯერ ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის 2010 წლის 27 ოქტომბრის “სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შესახებ’’ №1842/01-04 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა შემდეგი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ”ვ” ქვეპუნტისა და თსუ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 20 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული თსუ სასწავლო პროცესის მარეგულერებელი წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენა და კრედიტების ვერ მიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა, რომ ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს ჰქონდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. ვინაიდან მათ მიმართ დადგინდა, რომ სამჯერ მოსმენილი ჰქონდათ ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსი და კრედიტი ვერ მოიპოვეს. ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ”ვ” ქვეპუნტისა  და  თსუ  აკადემიური  საბჭოს 2010 წლის 20 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული თსუ სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კატეგორიის სტუდენტები ექვემდებარებიან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის ’’ვ” ქვეპუნქტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 20 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული ”ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის №860 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამჯერ ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (დანართი 2);
    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);


  2. შეტანილ იქნეს ცვლილება აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრში (თსუ-ს ნაწილში) და ეცნობოს სსიპ_განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

  3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტმენტს.

  4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

  5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

  6. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

  7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებულ იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52).






რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                  ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება