2015-10-01
ბრძანება №:1165/01-04
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე "სამართალი" დავით ბარბლიშვილის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე "სამართალი" დავით ბარბლიშვილის ჩარიცხვის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ა”, "ბ", "გ" ქვეპუნქტებისა, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, "ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიების (კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის) დამტკიცების შესახებ, რომლებმაც 2015 წელს უფლება მოიპოვეს ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით" სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის პირველი სექტემბრის №155/15 ბრძანებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის პირველი ოქტომბრის №36933/02 წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
ჩაირიცხოს 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანთლებლო პროგრამაზე "სამართალი" დავით ბარბლიშვილი ( სახელმწიფო სასწავლო გრანტი 70%);
2.
შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა