2015-01-27
ბრძანება №:04/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების  შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა  და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 23 იანვრის №02/04 ერთობლივი ბრძანების, ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რ. დოლიძის 2015 წლის 20 იანვრის  №1174/02  და №1175/02 წერილების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს კონკურსი.
  2. კონკურსი ჩატარდეს ინგლისური, გერმანული, რუსული, თურქული, არაბული და ლათინური ენების მასწავლებლების შესარჩევად 30 ვაკანტურ საშტატო ერთეულზე.
  3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროპული, აღმოსავლური და კლასიკური ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული, თურქული, არაბული და ლათინური) მასწავლებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
    ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, "ფილოლოგი_ანგლისტი/-გერმანისტი/-რომანისტი/-რუსისტი, არაბისტი, თურქოლოგი" ან შესაბამისი "უცხო ენის მასწავლებელი);"
    ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის  სულ მცირე სამწლიანი დოკუმენტურად   დადასტურებული გამოცდილება;
    გ) გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
    დ) MS office – ის პროგრამების ცოდნა
    ე) რომელიმე დარგობრივი ენის ცოდნა (ევროპული ენებისათვის);
  4. აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
    ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი №1);
    ბ) ავტობიოგრაფია (Resume/CV _ ქართულ და შესაბამის უცხო ენაზე);
    გ)  პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
    დ)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის/დოკუმენტის ასლი/ასლები  (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი კვალიფიკაციით _ "ფილოლოგი-ანგლისტი/-გერმანისტი/-რომანისტი/-არაბისტი, თურქოლოგი" ან  შესაბამისი "უცხო ენის მასწავლებელი")
    ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
    ვ) პროფესიული (ენობრივი კომპეტენციის, მეთოდური, დარგობრივი ენის)     განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები;
    ზ) თანამდებობის პროფილით გათვალისწინებული (სასწავლო-მეთოდური) შრომების სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    თ) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
    ი) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების  მეთოდიკა, ლინგვისტიკა) დამადასტურებელი დოკუმენტების/სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    კ) გაკვეთილის გეგმა (Lesson plan). (გაკვეთილის გეგმას უნდა ახლდეს შესაბამის უცხო ენაზე დეტალურად ჩამოყალიბებული გაკვეთილის მიზნები, სტრატეგია, გამოყენებული ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები, მიღებული შედეგების არგუმენტირებული აღწერა). სასურველია გაკვეთილის გეგმის თემატიკა ფარავდეს რომელიმე დარგობრივ ენას (ევროპული ენებისათვის).
  5. თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით შეიქმნას საკონკურსო კომისია ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად, შესაბამის აპლიკანტთა შერჩევის მიზნით, არაუგვიანეს  2015 წლის 2 თებერვლისა.
  6. დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი №2);
  7. მასწავლებლების კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მეორე ეტაპზე გასული კანდიდატის შერჩევა; 2. გასაუბრება ან/და საჭიროების შემთხვევაში საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კანდიდატს ჩაატარებინოს საცდელი მეცადინეობა წინასწარ მითითებულ თემატიკაზე.
  8. დამტკიცდეს    ენების     შემსწავლელი     ცენტრის     მასწავლებლის ვალდებულებები (დანართი №3);           
  9. მასწავლებელთა მინიმალური სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით
  10. კონკურსის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 4 წლის ვადით;
  11. საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 28 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. №36 თსუ V კორპუსი, ოთახი №230;
  12. კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 4 თებერვლიდან 2015 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.
  13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
  14. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში  მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.

იხილეთ კრიტერიუმები: კრიტერიუმი1, კრიტერიუმი2, კრიტერიუმი3


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება