2013-03-20
ბრძანება №:640/01-04

"ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე" რექტორის 2013 წლის 13 მარტის #564/01-04 ბრძანების ნაწილის გაუქმების შესახებ

"ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე" რექტორის 2013 წლის 13 მარტის #564/01-04 ბრძანების ნაწილის გაუქმების შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 13 მარტის "ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე" #564/01-04 ბრძანებით უნივერსიტეტის სტუდენტების გარკვეულ ნაწილს ფაკულტეტების შესაბამისად შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო.
წარმოებისას დადგინდა, რომ სტუდენტებს ადმინისტრაციული რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა დადგენილ ვადებში, თუმცა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული ხარვეზის გამო, ეს მონაცემები დაფიქსირდა მოგვიანებით, როდესაც უკვე გამოცემული იყო რექტორის ზემოაღნიშული ბრძანება.
 ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    გაუქმდეს უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 13 მარტის "ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე" #564/01-04 ბრძანება, წინამდებარე ბრძანების დანართში მითითებული სტუდენტების ნაწილში (დანართი #1), მისი ძალაში შესვლის დღიდან.
2.    შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში  1 (ერთი) დღის ვადაში.
3.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
4.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.




რექტორი                                ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება