2011-10-10
ბრძანება №:105/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 15 ივნისის №107/02-01 ბრძანების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნ. ბელქანიას 2011 წლის 30 სექტემბრის №26652/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად;
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება;
- კონკურსი გამოცხადდეს 2011 წლის 10 ოქტომბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2011 წლის 10 ნოემბრიდან 2011 წლის 24 ნოემბრამდე, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ ერთი და არაუგვიანეს ორი თვის ვადაში;
- კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებულ პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებებით:
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 720 (შვიდას ოცი) ლარით;
-
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
-
კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
-
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2011 წლის 10 ნოემბრიდან 2011 წლის 24 ნოემბრამდე თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8 (VI კორპუსი) ოთახი №202;
-
ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
-
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი