2007-09-01
ბრძანება №:90/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში 2007-2008 სასწავლო წელს რეგისტრაციის ვადების გაგრძელების შესხებ (ბრძანება N90/01-01)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში 2007-2008 სასწავლო წელს რეგისტრაციის ვადების გაგრძელების შესხებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად,


ვბრძანებ:


1. 2007-2008 სასწავლო წლის 1 სემესტრში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით მაგისტრატურის სტუდენტების ადმინისტრაციული რეგისტრაცია გაგრძელდეს 2007 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია 25 ოქტომბრის ჩათვლით.
2. სტუდენტებს, რომლებიც ამ ბრძანებით დადგენილ ვადებში არ გაივლიან რეგისტრაციას, შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი.
3. დაევალოს კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის.
4. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტში~ და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტონულ გვერდზე.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისათანავე.

 

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება