2010-09-13
ბრძანება №:83/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის დისპოზიციის ბოლო ნაწილის, 56–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და 57–ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესი“ დანართი№1-ის შესაბამისად;
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

რექტორის მოვალეობის  შემსრულებელი                                                                    ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება