2015-03-18
ბრძანება №:46/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილობრივ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნაწილობრივ გავლასთან დაკავშირებული საქმისწარმოების წესისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილობრივ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნაწილობრივ გავლასთან დაკავშირებული საქმისწარმოების წესისა  და გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ 
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,   
                                         
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნაწილობრივ გავლასთან დაკავშირებული საქმისწარმოების  წესი (დანართი №1).
2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნაწილობრივ გავლის თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობები (დანართი №2). 
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.   ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი, პროფესორი                                                              აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება