ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება 2006-2007 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სასწავლო პროცესის დარეგულირების შესახებ (ბრძანება N35/01–01)
2006-2007
სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სასწავლო პროცესის დარეგულირების
შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვის მიზნით "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 100-ე მუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს 2006-2007 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის
I კურსისათვის სასწავლო პროცესის პერიოდი 2007 წლის 19 მარტიდან 30
ივნისის ჩათვლით და შესაბამისი საგამოცდო სესია ჩატარდეს 2 ივლისიდან 14
ივლისის ჩათვლით.
2. მაგისტრატურის II კურსისათვის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ჩატარდეს 25 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით.
3. დაევალოს ფაკულტეტების დეკანებს (რ. ბოჭორიშვილი, დ. თვალთვაძე, ი.
სალუქვაძე, ჯ. ჯანჯღავა, დ. კერესელიძე), 20 ივნისისათვის უზრუნველყონ
საატესტაციო კომისიების შემადგენლობის პროექტების წარდგენა სასწავლო
დეპარტამენტში.
4. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ
ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული
ერთეულებისათვის.
5. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში", განთავსდეს
უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე და გამოიკრას თვალსაჩინო
ადგილებზე.
6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გულნაზი გალდავას.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: რექტორის ბრძანება #06/01-01 (22.01.07), #23/01-01 (14.03.07).