2016-11-28
ბრძანება №:200/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ოთარ თაბორიძის 2016 წლის 27 ოქტომბრის №39548/02, 11 ნოემბრის №41338/02 და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის 2016 წლის 04 ნოემბრის №40606/02 კორესპონდენციების  საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტი  და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,თ) ბაკურ გულუა _ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტი – უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემებისა და ანალიზის მონათესავე საკითხების, მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის და   გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი,  ოთახები -№2019; 228, 235).
,,ო) ლევან შარაბიძე – ზუსტ და საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტი - №: 236; 238; 249; 250;251; 252; 253; 254; 255; 257 ლაბორატორიებში  არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”;
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1–ის 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,29. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
ა)  საწყობი-(004, 411):
ა.ა) ზურაბ მაკარიძე- ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საწყობის გამგე; 
ბ) ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი: 
ბ.ა) ირაკლი ღარიბაშვილი - დირექტორი -№206 ოთახი; 
 ბ.ბ) ნინო პავლიაშვილი - დირექტორის მოადგილე – №: 204, 205 ოთახები;
 ბ.გ) ვარლამ თეთრაძე - მრავალპროფილიანი მუშა -:№: 001, 012, 015 ოთახები; 
ბ.დ) იაგო თოიძე – ელექტრიკოსი-№006 ოთახი; 
ბ.ე) მედეია ყიფიანი- კატალოგების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი -№: 107, 108 ოთახები; 
ბ.ვ) ნანა ღუდუშაური – დაკომპლექტების განყოფილების მთავარი სპეციალისტი- №: 103, 106, 016, 019, ოთახები; 
ბ.ზ) მაია მსხილაძე  - წიგნსაცავის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - №: 014 ( I საცავი), 104 (III საცავი), (IV საცავი), 209, 300, 302, 303, 304 ,N404 ოთახები;
 ბ.თ) ალექსანდრა სეროვა - მკინძავი -:№№: 010, 011 ოთახები;
ბ.ი) მიხეილ ვარაზაშვილი - კომენდანტი (007, 009, 020, 021, 013, 022, 023, 100 (სააქტო დარბაზი), 101, 102,  203, 210, 310, 312, 308, 307, 306, 303, 400 (I დარბაზი),                                              401 (II დარბაზი), 402 (III დარბაზი ),  413, საქვაბე, I სართულის ფოიე, I სართულის ჰოლი, II სართულის ფოიე, III სართულის ფოიე, IV სართულის ფოიე, ბუფეტი - 410;
ბ.კ) ინა რობაქიძე – ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტი-  N 207 ოთახი; 
ბ.ლ) თამარ ქაფიანიძე - მკითხველთა მომსახურების სამსახურის უფროსი №: 200 (IV დარბაზი) , 201 (Vდაბაზი), აბონემენტის ჰოლი, 305,  301  ოთახები; 
ბ.მ)  ნანული ბაღათურია –სამეცნიერო და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროსი - №№: 405, 407, 408, 409 ოთახები;
ბ.ნ) ციალა ქველიძე – ტრენინგ ცენტრის უფროსი სპეციალისტი -  №: 311, 406 ოთახები; 
ბ.ო) ლევან გელუტაშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიები - სისტემური ადმინისტრატორი №309 ოთახი; 
ბ.პ) თამარ ფირყულაშვილი – ხარისხის მართვის მენეჯერი –№208 ოთახი;
ბ.ჟ) მამია ქველაძე - კომენდანტი (ტექნიკური ბიბლიოთეკა - კორპუსი II);
ბ.რ) ნოდარ გრიგორაშვილი - მთავარი სპეციალისტი (ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი - კორპუსი III).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება