2011-02-24
ბრძანება №:222/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით საბაკალავრო დამატებით ვაკანტურ ადგილებზე სტუდენტების გადაყვანის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით საბაკალავრო პროგრამებზე დამატებით ვაკანტურ ადგილებზე სტუდენტების გადაყვანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის „აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ " №860 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-21 მუხლის მე-10 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 17 თებერვლის №25/01-01 ბრძანების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 23 თებერვლის №3793/02 წარდგინების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 22 თებერვლის №3749/02 წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. გადაყვანილ იქნენ 2010 –2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფაკულტეტის შეცვლის მსურველი სტუდენტები ფაკულტეტების შესაბამისად:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1)
ბ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2)
2. შეტანილ იქნეს ცვლილება აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრში (თსუ ნაწილში) და ეცნობოს სსიპ–განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისთვის გაცნობისთანავე.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი ლევან ალექსიძე