2014-01-27
ბრძანება №:12/01-01

,,ევროპული ღირებულებები და იდენტობა’’ საერთაშორისო კონფერენციისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9  და მე-12 პუნქტების,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, საერთაშორისო კონფერენციის  ორგანიზატორის ნანა გუნცაძის 2013 წლის 19 ნოემბრის №36243/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ,,ევროპული ღირებულებები და იდენტობა’’ საერთაშორისო კონფერენციის  ფარგლებში დაგეგმილი საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით  შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა  - რექტორი, აკადემიკოსი, - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე; 
ბ) ოთარ ზურაბიშვილი - საფრანგეთში ქართველთა ასოციაციისა და Georgia Proeuropa-ს პრეზიდენტი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნანა გუნცაძე - უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ლევან ალექსიძე - რექტორის მოადგილე, აკადემიკოსი, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ე) მარინე ჩიტაშვილი - რექტორის მოადგილე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) ზურაბ გაიპარაშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) ციური ახვლედიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი  - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) გიორგი ეკიზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  მოწვეული პედაგოგი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ლ) ილია გასვიანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი, ფილოლოგიის  დოქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) ნინო რევაზიშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტი - საორგანიზაციო კომისიის წევრი (კონფერენციის ასისტენტი);
ნ) თამარ ღარიბაშვილი - ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენელი თბილისში - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და  განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი; 
ჟ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
რ) ნუნუ  ოვსიანიკოვა - კანცელარიის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ს) თამარ ებრალიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი -  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ტ) ტარიელ ზარანდია - საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
უ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ფ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
2. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და კონფერენციის ვებ-გვერდის მომზადება.
3. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
4. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის გაშუქება.
5. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს საკონფერენციო შენატანებისათვის სპეციალური ქვეანგარიშის გახსნა.

6. საუნივერსიტეტო სახსრებით  დაფინანსდეს კონფერენციის მონაწილეთა ფურშეტი (არაუმეტეს 2000 ლარი). საკონფერენციო მოსაკრებლიდან დაფინანსდეს  კონფერენციის მონაწილეთა ლანჩი. 
7. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
9.  ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი                                                                             ვლადიმერ პაპავა
               
« უკან დაბრუნება