2011-01-18
ბრძანება №:07/02-01
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 24–ე მუხლის, 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 14 იანვრის №647/02 წერილის საფუძველზე,
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 24–ე მუხლის, 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 14 იანვრის №647/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
- გამოცხადდეს კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) PHP პროგრამისტის შესარჩევად.
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, ვისაც მიღებული აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება;
-
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამირებაში;
- რელაციური მონაცემთა ბაზების, მათი არქიტექტურისა და შექმნის ცოდნა;
- ობიექტზე ორიენტირებული პროგრამული კონცეფციების შემუშავების ცოდნა;
- PHP, Joomla და VBA ენებზე პროგრამირების ცოდნა;
- მუშაობის გამოცდილება Generic access control lists concepts-სა და Drupal–თან;
- ვებ ბაზირებული სერვისების (WCF) ცოდნა, მათი განვითარება და შექმნა;
- UNIX/Linux, Zend, and LAMP ინსტრუმენტების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, აქტიურობა, ენერგიულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
-
კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს მოეთხოვებათ რეზიუმეს წარმოდგენა, რომელიც უნდა გამოიგზავნოს მისამართზე recruitment@tsu.ge სათაურის ველში “PHP პროგრამისტი”–ს მითითებით.
საბუთების ელექტრონული ვერსიის მიღება იწარმოებს 2011 წლის 18 თებერვლის 18:00 საათამდე.
-
კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს დაევალება:
- PHP პროგრამისტი ელექტორნული პროგრამა TSUOnline–ის ტესტირებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიიღება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება განსაზღვრული ტექნიკური დოკუმენტაციის ნიმუშების გამოყენებით;
- დეფექტების აღმოჩენა, ანალიზი და დოკუმენტირება;
- იდენტიფიცირებული დეფექტების კორექტირება პროგრამის კოდში ცვლილებების შეტანის გზით;
- ელექტორნული პროგრამების განვითარების ტექნოლოგიების ექსპერტიზის წარმოება;
- რეკომენდაციების შემუშავება პროგრამის განვითარების მეთოდოლოგიებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე;
- აღნიშნულ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
-
კონკურსში მონაწლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს ორ ეტაპად: რეზიუმეს განხილვით და ზეპირი გასაუბრებით.
-
შეიქმნას კომისია PHP პროგრამისტის შერჩევის მიზნით.
-
შერჩეული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას და გასაუბრების შედეგები ეცნობებათ პირადად (ელექტრონული ფოსტით).
-
კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატის შრომითი ურთიერთობა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით და შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს ხელშეკრულების გაფორმება გამარჯვებულ კანდიდატთან.
-
ინფორმაცია სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის PHP პროგრამისტის შერჩევის შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-ზე. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
-
დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ. ჩომახიძე