2019-06-27
ბრძანება №:143/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „რეგულირების გავლენის შეფასება“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის  „რეგულირების გავლენის შეფასება“-ს  ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის    „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის   „რეგულირების გავლენის შეფასება“-ს  დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 07 ივნისის N145/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 12 ივნისის N11093/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის   „რეგულირების გავლენის შეფასება“-ს   ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 24 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით;
2. მასწავლებლის  ანაზღაურება    განისაზღვროს  1  საათი  – 60  ლარის  ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს      საინფორმაციო      ტექნოლოგიების      დეპარტამენტს      ბრძანების      განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება