2015-05-14
ბრძანება №:18/04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიისათვის გადაცემის თაობაზე

სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიისათვის გადაცემის თაობაზე

   
  ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლების პირველი პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო’’ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ,,ნ’’ ,,ო” და ,,პ’’ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორის რამაზ ბოჭორიშვილისა და  გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორის  ბეჟან თუთბერიძის 2015 წლის 23 მარტის #11089/02 ერთობლივი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ თ :

1.  საგანმანათლებლო პროცესის მიზნებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამების, სილაბუსების თემატიკისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიას მთლიანად გადაეცეს  სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული მინერალთა კოლექციები. 
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტმა უზრუნველყოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმისათვის მინერალთა კოლექციებიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ფიზიკურად და თვისებრივად სრულად დამახასიათებელი თვისებების მქონე მინერალების ნიმუშების გადაცემა. 

3.  დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

4. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 

6. ბრძანება ძალაში შედის  გამოცემისთანავე.



რექტორი, პროფესორი                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                  დავით ჩომახიძე
                                                                            

« უკან დაბრუნება