2018-05-01
ბრძანება №:99/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს   2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 19 თებერვლის  №64 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №2 23.02.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2018 წლის 24 აპრილის №17/04 ერთობლივი ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის რამაზ ხომერიკის 2018 წლის 25 აპრილის  N8334/28 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.    კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 2 მაისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 4 ივნისიდან 2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის  10 აგვისტოსა;
4.    კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
            

ბიოლოგიის დეპარტამენტი
ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ბიომრავალფეროვნების კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ბიოქიმიის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
გენეტიკის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
მორფოლოგიის კათედრა
პროფესორი -1 საშტატო ერთეული
უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

გეოგრაფიის დეპარტამენტი
ნიადაგების გეოგრაფიის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიის, მეტეოროლოგიის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

გეოლოგიის დეპარტამენტი
მინერალოგია-პეტროლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
რეგიონული გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ელექტრული და  ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი
ანტენების და ტალღების გავრცელების კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი
გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

მათემატიკის დეპარტამენტი
ალბათობის თეორისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა
პროფესორი -  2 საშტატო ერთეული
ალგებრა-გეომეტრიის კათედრა
 პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

დიფერენციალური განტოლებების კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
მათემატიკური ანალიზის კათედრა
პროფესორი -  1 საშტატო ერთეული

მექანიკის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

მათემატიკის დეპარტამენტი,  კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი
მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურების კათედრა (ინტერდისციპლინური)
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრა (ინტერდისციპლინური)
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ფიზიკის დეპარტამენტი
არაწრფივი მოვლენების ფიზიკის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ასტროფიზიკის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ატომისა და ატომბირთვის ფიზიკის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ელემენტარული ნაწილაკების და კვანტური ველების კათედრა
პროფესორი -1  საშტატო ერთეული
კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
პლაზმის ფიზიკის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ქიმიის დეპარტამენტი
ბიოორგანული ქიმიის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
მაკრომოლეკულების ქიმის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ორგანული და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
 ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული,

5.    პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);     
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6.    პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით,   ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N64/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.    საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 4 ივნისიდან 2018 წლის 15 ივნისის  ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის  გამზ. N3 თსუ II კორპუსი, II სართული, ოთახი N 232;
8.    ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი            გიორგი შარვაშიძე
                               

« უკან დაბრუნება