2010-03-23
ბრძანება №:106/02-03

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროს ირინე დარჩიასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და თსუ რექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროს ირინე დარჩიასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და თსუ რექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ


საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე” პუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის, 31-ე  მუხლის   1-ლი ნაწილის,  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე და 24-ე მუხლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-დამხმარე და სხვა პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 12 მარტის №48/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შეუწყდეს 2010 წლის 19 მარტიდან შრომითი ურთიერთობა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირინე დარჩიას.
  2. დაინიშნოს 2010 წლის 19 მარტიდან ირინე დარჩია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობაზე. განესაზღვროს ხელფასი თვეში 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
  3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ირინე დარჩიასთან.
  4. ბრძანება განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
   
      საფუძველი: განცხადება №7121/02; 19.03.2010წელი




ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი:                                  რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება