2013-02-25
ბრძანება №:23/01-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერტიფიკატისა და მოწმობის ფორმებისა და სერტიფიკატისა და მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერტიფიკატისა და მოწმობის ფორმებისა და სერტიფიკატისა და მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ს" და ,,ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის,
ვბრძანებ:
- დამტკიცდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატისა და მოწმობის ფორმები (დანართი №1, დანართი №2);
- დამტკიცდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატისა და მოწმობის გაცემის წესი (დანართი №3);
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
- ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
- წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2007 წლის 15 აგვისტოს №68/01–01 ბრძანება;
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი