2015-02-02
ბრძანება №:08/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების თაობაზე 

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 27 იანვრის №04/02-01 ბრძანების, ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რ. დოლიძის  2 თებერვლის №2559/02 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი  შემადგენლობით: 
ა) იზაბელა პეტრიაშვილი (თავმჯდომარე) _ ფსიქოლოგიისა და     განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
   
ინგლისური ენა        
ბ) ირინა გველესიანი _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი)
გ) ინა ბარათაშვილი (განათლების მეცნიერებათა დოქტორი) _ ენების  შემსწავლელი ცენტრის მოწვეული მასწავლებელი 

გერმანული ენა
დ) სოფიო მუჯირი _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი
ე) კონსტანტინე ბრეგაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

რუსული ენა
ვ) მარინე ალექსიძე _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
ზ) ნატალია ბასილაია _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

აღმოსავლური ენები
თ) ქეთევან ლორთქიფანიძე _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი 
ი) დარეჯან გარდავაძე _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
  

კლასიკური ენები
კ) იამზე გაგუა _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
ლ) ეკატერინე კობახიძე _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი 
მ) მაია ჭელიძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
3. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                              დავით ჩომახიძე
   








« უკან დაბრუნება