2015-03-05
ბრძანება №:10/04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 30 დეკემბრის 22/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ რექტორისა   და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 30 დეკემბრის 22/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 30 დეკემბრის  22/04 ბრძანებაში: 

ა) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: 
,,3. მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის ფარგლებში 2015 წელს განსახორციელებელი კონკრეტული სამეცნიერო-კვლევის (პროექტის) დაფინანსება მოხდეს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, რომლის პირობებსა და ჩატარების წესს ადგენს ფაკულტეტის საბჭო ამ ბრძანების დებულებების გათვალისწინებით. ერთი პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს    20.000 ლარს.“;
ბ) ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. თითოეულ პროექტში სავალდებულოა უნივერსიტეტის არანაკლებ  2 სტუდენტის (პროექტის წარდგენისა და  დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის არანაკლებ 150 კრედიტის მქონე და არანაკლებ 3.0-ის რეიტინგის მქონე სტუდენტი ან მაგისტრატურისა ან/და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი) ჩართულობა.“.

2.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4.  ბრძანება ძალაში შევიდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრიN6).


რექტორი, პროფესორი                                                        აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                          დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება