2019-12-20
ბრძანება №:1486/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2019 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2019 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 ნოემბრის N1559 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 12 დეკემბრის N306/01-01 ბრძანებების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მარინა ჩავლეიშვილის 18.12.2019წ. N24888/29 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვალერიან გობრონიძის 19.12.2019წ. N24915/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2019 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი N1 – ის მიხედვით.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 22050 ლარი, უნივერსიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით, „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი     ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება