2013-01-18
ბრძანება №:04/01-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“„ს“ „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და "საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ–ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
- გამოცხადდეს მიღება ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012–2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ–ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილებით დამტკიცებულ სადოქტორო პროგრამებზე;
-
განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:
ა) საბუთების მიღება – 28 იანვარი - 4 თებერვალი
ბ) გამოცდა უცხო ენაში – 7 თებერვალი
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 თებერვალი
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 11 - 12 თებერვალი
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 13 თებერვალი
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 14 - 15 თებერვალი
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 18-21 თებერვალი
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 თებერვალი
-
განისაზღვროს თსუ-ს მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი (2012 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ვ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
ზ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში მიღებასა და /ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ლ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
-
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი