2017-03-21
ბრძანება №:73/02-01

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №154/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის  სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №154/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა” და ,,ნ’’ ქვეპუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2012 წლის 26 ნოემბრის №154/02-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2017 წლის 16 მარტის N№3543/10 წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი”-ს ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №154/02-01 ბრძანებაში: 

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე”;

ბ)  ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    უწყვეტი განათლების ცენტრის  სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი” – ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 300 ლარით”;

გ) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სასერტიფიკატო კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 15 მსმენელის    არსებობის შემთხვევაში.”

დ)  ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 21 პუნქტი:

   ,,21. სასერტიფიკატო კურსის მოცულობა – 87 საათი”;

ე)   ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 22 პუნქტი:

,,22. სასერტიფიკატო კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს   1  საათი – 30 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება