2015-11-24
ბრძანება №:185/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის" გამგისა და ბიბლიოთეკარის თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის" გამგისა და ბიბლიოთეკარის თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 5  ნოემბერის 34/04 ერთობლივი ბრძანებისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2015 წლის №42709/02 წერილის საფუძველზე 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის” გამგისა და ბიბლიოთეკარის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;
2. გამგის თანამდებობაზე ანაზღაურება განისაზღვრება თვეში  1070  (ათას სამოცდაათი)  ლარით;  ბიბლიოთეკარის  თანამდებობაზე  ანაზღაურება 
განისაზღვრება თვეში 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარით;
3.  გამგისა და ბიბლიოთეკარის თანამდებობებზე ასარჩევი კანდიდატები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ:
ა)    განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ)   ავტობიოგრაფია (CV);
გ )  პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; 
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე)   სამოტივაციო წერილი;
ვ)   სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად;
ზ)  განვითარების სამომავლო სტრატეგიული გეგმა (სავალდებულოა გამგისთვის).

4.   ვაკანტურ   თანამდებობაზე   შერჩეულ   პირს   ეზღუდება  სხვა  თანამდებობის 
    დაკავება;
5. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ;
6. აპლიკანტები (ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც აკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს) წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ)  და გასაუბრების შედეგები  ეცნობებათ პირადად;
7. კონკურსი გამოცხადდეს 2015 წლის 24 ნოემბერს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2015 წლის 25 ნოემბრიდან 2015 წლის               8 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე: თსუ პირველ კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი #114,  1000 -დან 1800-მდე. 
8. დამტკიცდეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის” გამგისა და ბიბლიოთეკარის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზურაბ გაიპარაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი – კომისიის თავმჯდომარე;
 ბ) გიორგი ღვედაშვილი – სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) თამარ გიორგაძე-უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე;
დ) ეკა ყაჩმაზაშვილი – ბიბლიოგრაფიის განყოფილების გამგე;
ე) ნინო შამათავა – იშვიათ გამოცემათა განყოფილების გამგე;
ვ) ნინო მახანაშვილი – დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების გამგე   – მდივანი;
9. დამტკიცდეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918 - 1921 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის” გამგისა და ბიბლიოთეკარის თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი ( დანართი №1 );
10. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე- www. tsu.ge-ზე ;
11. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                         დ. ჩომახიძე 

« უკან დაბრუნება