2019-06-17
ბრძანება №:149/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმის - „პოლიმერებსა და პოლიმერული მასალების ქიმიაში“ (ICSP&AM6) ჩატარებისა და საორგანიზაციო საბჭოს დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმის - „პოლიმერებსა და პოლიმერული მასალების ქიმიაში“ (ICSP&AM6) ჩატარებისა და საორგანიზაციო საბჭოს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და  მე-12 პუნქტებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   - ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრის გამგის ომარ მუკბანიანის 2019 წლის 06 ივნისის №11497/10-02  კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. 2019 წლის 17-20 ივლისს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა    (,,თსუ”)    და    ბათუმის    შოთა    რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის (,,ბსუ”) ეგიდით კავკასიის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმის - „პოლიმერებსა და პოლიმერული მასალების ქიმიაში“ (ICSP&AM6) ორგანიზებულად ჩატარების      უზრუნველყოფის      მიზნით      დამტკიცდეს საორგანიზაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე - თსუ-ს რექტორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) მერაბ ხალვაში - ბსუ-ს რექტორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნუნუ ოვსიანიკოვა - თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ომარ მუკბანიანი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ე) ჯემალ ანანიძე - ბსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაცი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ვ) თამარ   გოქაძე   -   თსუ-ს   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის  უფროსი ლაბორანტი საორგანიზაციო საბჭოს   წევრი;
ზ) მარინა გურგენიშვილი - თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
თ) თამარ ებრალიძე - თსუ-ს გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ი) იზაბელა ესართია - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტი საორგანიზაციო საბჭოს    წევრი;
კ) თამარ თათრიშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, საორგანიზაციო საბჭოს    წევრი;
ლ) არჩილ კუკულავა - თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
მ)  ნინო    კიკნაძე  -  ბსუ-ს  ასოცირებული  პროფესორი,  საორგანიზაციო  საბჭოს წევრი;
ნ) ნანა მამაგულიშვილი - თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი,  საორგანიზაციო საბჭოს  წევრი;
ო) ელიზა მარქარაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ლაბორატორიის გამგე, საორგანიზაციო საბჭოს  წევრი;
პ) ნორა მამულაშვილი - ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ჟ) ნარგიზა მეგრელიძე - ბსუ-ს უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
რ) ნინო მხეიძე - ბსუ-ს მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ს) ლევან ნადარეიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ტ) დონარი ოტიაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ლაბორანტი, საორგანიზაციო საბჭოს    წევრი;
უ) გივი პაპავა - თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ფ) შოთა სამსონია - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი,   ქიმიის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭო  წევრი;
ქ)   ირაკლი   საღარეიშვილი   -   თსუ-ს   საფინანსო   დეპარტამენტის   უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი; 
ღ) გიორგი ტალახაძე - თსუ-ს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ყ) აკაკი ფეიქრიშვილი - უკრაინის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის ქართული ოფისის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
შ) გიორგი ღვედაშვილი   - თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ს) ნატო ჩუბინიძე - თსუ-ს საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ჩ) ეკატერინე ჩხაიძე - თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ც) ნათია წიკლაშვილი - ბსუ-ს პრორექტორი სამეცნიერო დარგში, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ძ) რამაზ   ხომერიკი - თსუ-ს   ზუსტ და საბუნებისმტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს საკონფერენციო შენატანებიდან შემოსული სახსრებით უზრუნველყოს დაგეგმილი ღონისძიებების  დაფინასება.
3. დაევალოს საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სიმპოზიუმის ვებგვერდის მომზადება.
4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს თსუ-ს გამომცემლობას საკონფერენციო მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი           გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება