ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ზუგდიდის ფილიალში ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე პერსონალის დანიშვნის შესახებ (ბრძანება N01/01–03)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე პერსონალის დანიშვნის შესახებ
საქართველოს შრომის კოდექსის 31–ე მუხლის I პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალების აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 21.07.2006 წლის N01-01/145 ბრძანების საფუძველზე
ვბრძანებ:
1.დაინიშნონ ზუგდიდის ფილიალის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 2007 წლის 9 იანვრიდან 2010 წლის 9 იანვრამდე შემდეგი პირები:
ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით
- ზარანდია მამუკა – ასოცირებული პროფესორი;
- კონჯარია ელგუჯა – ასოცირებული პროფესორი;
2. დაევალოს ზუგდიდის ფილიალის დირექტორს (მ. პაპაშვილი) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
4. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი" და განთავსდეს თსუ–ს ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
« უკან დაბრუნებასაფუძველი: ფილიალის დირექტორის წარდგინება.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა