2013-10-22
ბრძანება №:131/01-01

არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველთა რეგისტრაციისა და აღიარების ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, „არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის N8/ნ ბრძანებით დამტკიცებული არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის მე-3 მუხლი მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის,  საფუძველზე,
                                     ვბრძანებ:
1.    განისაზღვროს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველთა რეგისტრაციისა და აღიარების ვადები:
ა) არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველთა განცხადების მიღება - 2013 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით;
ბ) განცხადების განხილვა - 2013 წლის 24 ოქტომბერი;
გ) ტესტირების ჩატარება  - 25 ოქტომბერი (10:00 სთ.);
დ) ტესტირების შედეგების გასაჩივრება - 25 ოქტომბერი (12:00 – 16:00 სთ.);
ე) ტესტირების შედეგების აპელაციის გამოცხადება – 25 ოქტომბერი (16:00 -18:00 სთ.).
2.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 რექტორი, აკადემიკოსი                                                                ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება