სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №16/01-01)
ბრძანება № 16 / 01-01
17.02.2009 წ
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" @აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის # 13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკის მიმართულების სრული პროფესორის ვაკანტური თანამდებობის
დასაკავებლად;
2. კონკურსი ცხადდება 2009 წლის 17 თებერვალს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 17 მარტი;
3. სრული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი - სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი,
რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების
ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;
4. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის კანცელარიაში. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი 1.
5. ბრძანება გათავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა