2015-02-02
ბრძანება №:22/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - სამართალი ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - სამართალი ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 28 იანვრის №2283/02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - სამართალი ერთი ვაკანტური ადგილი.
  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
  3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, პროფესორი                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება