2016-10-12
ბრძანება №:166/02-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2016 წლის 03 ოქტომბრის №36468 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის თითოეულ საგანში მომზადების წლიური საფასური 2016-2017 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა)
ქართული ენა და ლიტერატურა –700 ლარის ოდენობით;
ბ)
ზოგადი უნარები –700 ლარის ოდენობით;
გ)
უცხო ენა - 700 ლარის ოდენობით;
დ)
მათემატიკა - 700 ლარის ოდენობით;
ე)
საქართველოს ისტორია - 700 ლარის ოდენობით;
ვ)
ფიზიკა - 700 ლარის ოდენობით;
ზ)
ქიმია - 700 ლარის ოდენობით;
თ)
ბიოლოგია - 700 ლარის ოდენობით;
ი)
გეოგრაფია - 700 ლარის ოდენობით;
2.
2 (ორი) ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცეს შესაძლობლობა, სწავლის საფასური დაფაროს ეტაპობრივად. პირველი ნაწილის დაფარვის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 15 ოქტომბრამდე. მეორე ნაწილის დაფარვის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 31 დეკემბრამდე;
3.
3 (სამი) საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 95%-ის ოდენობით;
4.
4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 90%-ის ოდენობით;
5.
უნივერსიტეტის თანამშრომლების, მათი შვილებისა და შვილიშვილებისთვის აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 50%-ის ოდენობით;
6.
აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა მოსამზადებლად თითოეული მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 15 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
7.
დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება;
8.
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
9.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ნუნუ ოვსიანიკოვა