ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006-2007 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში სტუდენტთა რეგისტრაციისათვის გასატარებელი ღონისძიებათა შესახებ" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 14.02.2007 წ. #14/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ბრძანება N25/01–01)
ბრძანება N25/01–01
23.03.2007 წ.
"
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006-2007
სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში სტუდენტთა რეგისტრაციისათვის
გასატარებელი ღონისძიებათა შესახებ" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორის 14.02.2007 წ. #14/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და მე-100 მუხლების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2006-2007 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში სტუდენტთა რეგისტრაციის
შემდგომი რეგულაციის მიზნით შეტანილ იქნეს ცვლილება თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორის 14.02.2007 წ. #14/01-01 ბრძანებაში "ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006-2007
სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში სტუდენტთა რეგისტრაციისათვის
გასატარებელი ღონისძიებათა შესახებ" და 1-ლი მუხლის ბ) პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) სტუდენტმა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2007 წლის 19 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით."
2.კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო პროცესის მართვისა და
სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურს (მ. სვანაძე).
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი:
რექტორის ბრძანება #14/01-01, 14.02.2007 წ., სასწავლო პროცესის მართვისა
და სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურის უფროსის წერილი № 4025, 23.03.07 წ.