2016-11-22
ბრძანება №:216/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის - „პოლიმერებსა და მოწინავე პოლიმერულ მასალებში“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის - „პოლიმერებსა და მოწინავე პოლიმერულ მასალებში“ ორგანიზებისათვის გასატარებელი  ღონისძიებების  შესახებ

       ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2017 წლის 2-5 ივლისს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის - „პოლიმერებსა და მოწინავე პოლიმერულ მასალებში“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) მიხეილ ჩხენკელი - თსუ რექტორის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) რამაზ ხომერიკი - თსუ ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ომარ მუკბანიანი - თსუ პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ნოდარ ლეკიშვილი - თსუ ემერიტუსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ე) გივი პაპავა - თსუ პროფესორი, პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, თსუ, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ვ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ზ) ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
თ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ი) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
კ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ლ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
მ) თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
      
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს გახსნას საკონფერენციო შენატანებისათვის სპეციალური ანგარიში და ამ მიზნით შემოსული თანხის ფარგლებში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, განახორციელოს დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
3. დაევალოს საის კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სიმპოზიუმის ვებ-გვერდის მომზადება.
4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს თსუ გამომცემლობას საკონფერენციო მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
8. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი        გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება