2007-04-25
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გულნაზი გალდავას ბრძანება “სახელმწიფო შესყიდევბის ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 07.07.2006 წლის #136 ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.11.2006 № 01–01/279 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (ბრძანება N28/02–01)

ბრძანება № 28/02–01
25.04.07


“სახელმწიფო შესყიდევბის ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 07.07.2006 წლის #136 ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.11.2006 № 01–01/279 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე, „ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე, 63-ე მუხლებიდან
გამომდინარე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შევიდეს ცვლილება და დამატება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 07.07.2006 წლის #136 ბრძანებაში და სახელმწიფო შესყიდვების ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) ჯიშკარიანი თემური-მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი-ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) ზაგაშვილი პავლე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი;
გ) კობახიძე თემური - იურიდიული სამსახურის იურისტი;
დ) კაპანაძე მაია -საფინანსო სამსახურის უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი;
ე) ხვისტანი ეთერი - საფინანსო სამსახურის უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი;
ვ) მურუსიძე ტარიელი- მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი;
ზ) სიმონია ვლადიმერი- მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი;
თ) ხიზანიშვილი მარინა-საინფორმაციო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;
ი) გოგნაძე თემური- საინფორმაციო ცენტრის უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი;

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “სახელმწიფო შესყიდვების ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 07.07.2006 წლის #136 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.11.2006 წლის #01-01/279 ბრძანება;

3. დაევალოს თსუ კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გ. გალდავა
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
« უკან დაბრუნება