2017-05-30
ბრძანება №:122/02-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულის ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორიის სასერთიფიკატო ტრენინგ-კურსის "ლიდერობა – მართვის ხელოვნება“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფის განსაზღვრის თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულის ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორიის სასერთიფიკატო ტრენინგ-კურსის "ლიდერობა – მართვის ხელოვნება“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფის განსაზღვრის თაობაზე
"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, ფაკულტეტის 2016 წლის 04 მარტის №4 სხდომის ოქმის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თ. ბერიძის 19.05.2017წ. №7492/29 განცხადების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
განისაზღვროს, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულის ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორიის სასერთიფიკატო ტრენინგ-კურსის "ლიდერობა – მართვის ხელოვნება“ ღირებულება (ერთი კურსის მოცულობა 26 საკონტაქტო საათი) თითოეული მსმენელისათვის 250 ლარით;
2.
ტრენინგ კურსი გაიხსნას კურსზე 4 ფასის გადამხდელი მსმენელის არსებობის შემთხვევაში;
3.
ტრენინგ კურსზე მასწავლებლისათვის ერთი საათის ანაზღაურების ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4.
ერთჯერადად კურსის მსმენელთა საერთო რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 20 მსმენელის ოდენობით;
5.
დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6.
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნ. ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება