2018-11-29
ბრძანება №:296/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  2018-2019 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9  და მე-11 პუნქტების,  თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრი №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე 

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  2018-2019 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) სააუდიტორიო მეცადინეობები –  03 დეკემბერი  –  20 ივლისი;
ბ) არდადეგები - 29 დეკემბერი -  8 იანვარი;  22 ივლისი - 09 სექტემბერი;  

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                                                            ალექსანდრე ცისკარიძე

« უკან დაბრუნება