2020-02-06
ბრძანება №:27/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის  საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის ფასიანი მომსახურებისა და  მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–e მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − iვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ნ’’  ქვეპუნქტისა და  სსიპ  –   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2020 წლის  30 იანვრის  N1416/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში    მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის (კურსის მოცულობა 56 საათი), მომზადების საფასური განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:
ა) კურსის ხანგრძლივობა - 56 საათი; სრული კურსის მომზადების საფასური განისაზღვროს 650 ლარის ოდენობით (56 საათი);
ბ) ვერბალური კომპონენტის (ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა) მომზადების საფასური განისაზღვროს 325 ლარის ოდენობით (28 საათი);
გ) რაოდენობრივი კომპონენტის (რაოდენობრივი მსჯელობა) მომზადების საფასური განისაზღვროს 325
ლარის ოდენობით (28 საათი);
2.სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის, მომზადების საფასურის გადახდისას დადგინდეს    შეღავათები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის, პერსონალის შვილების, თსუ-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის შემდეგი ოდენობით, კერძოდ:

ა) კურსის ხანგრძლივობა - 56 საათი; სრული კურსის არჩევის შემთხვევაში მომზადების საფასური განისაზღვროს 350 ლარის ოდენობით (56 საათი);
ბ) ვერბალური კომპონენტის (ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა) მომზადების საფასური განისაზღვროს 175 ლარის ოდენობით (28 საათი);
გ) რაოდენობრივი კომპონენტის (რაოდენობრივი მსჯელობა) მომზადების საფასური განისაზღვროს 175 ლარის ოდენობით (28 საათი);
3.უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის, მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 20  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
4.დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   გაცნობა   დაინტერესებული პირებისათვის;
5.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი       ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება